ნაზი ჯანეზაშვილმაც ის უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც შალვა თადუმაძე სწავლობდა

ნაზი ჯანეზაშვილმაც ის უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც შალვა თადუმაძე სწავლობდა
მამუკა მდინარაძის თქმით, ინსტიტუტს, რომელშიც შალვა თადუმაძე სწავლობდა, 2003 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭა.
„ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ეჭვი შეიტანეს დეპუტატებმა მისი დიპლომის ნამდვილობაში, იყო ის, რომ ინსტიტუტს, სადაც ის სწავლობდა, 2003 წლიდან მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი. ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ისეთი შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა ეს პროცესი, რომ გენერალურ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს. შეუძლებელია დიპლომში მითითებული იყოს ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი 2003 წლამდე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
კომენტარები