,,არ ჩანს რაში იხარჯება ამდენი ფული" - დავით ბაქრაძე

,,არ ჩანს რაში იხარჯება ამდენი ფული" - დავით ბაქრაძე
პარტია ,,ევროპული საქართველოს" - ლიდერი დავით ბაქრაძე, ქვეყნის საგარეო ვალთან დაკავშირებით, საუბრობს და სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებაზე მოუწოდებს.
„ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება საგარეო ვალი და დღეს უკვე მართლაც სარეკორდო რიცხვზეა. როდესაც ქვეყანაში გაიხედავ-გამოიხედავ, არ ჩანს რაში იხარჯება ამდენი ფული. აუდიტის დასკვნა არის ერთი მაგალითი იმის, რომ ვიღებთ ვალს, მომავალ თაობას ვუტოვებთ გადასახდელს ვალს, ოღონდ ამ ვალით არაფერს არ ვაკეთებთ. ეს არა მხოლოდ თავმოუბმელობის და უნიათობის მაგალითია, ესაა პირდაპირ დანაშაული. აბსოლუტურად აუცილებლად მიგვაჩნია აუდიტის ამ დასკვნის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება და გაირკვეს რატომ აქვს ნულოვანი ათვისება ამ პროექტებს. ვალი აიღო და საერთოდ არაფერია არ გააკეთო, 0% გქონდეს შესრულება, ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ან უბრალოდ ისეთი ხარისხის კორუფცია, რომელიც წარმოადგენს გამოძიების საგანს,“-აღნიშნა ბაქრაძემ.
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი