ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, გირაოს სახით 100 000 ლარი გადაიხადა

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, გირაოს სახით 100 000 ლარი გადაიხადა
მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა, ამის შესახებ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.
„ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ის მალე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება, თუმცა გირაოს ოდენობა საიდუმლოა” – ამბობს ირმა ჭკადუა.
ხოლო პროკურორის ინფორმაციით, გათავისუფლების მიზნით, ბასილაშვილმა გირაოს სახით 100 000 ლარი გადაიხადა.
შეგახსენებთ, 22 მაისს, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, გირაოს სახით 100 000 ლარი გადაიხადა
კომენტარები