ოკუპანტებმა 12 სოფელში უკანონო ბორდერიზაცია დაიწყეს

ოკუპანტებმა 12 სოფელში უკანონო ბორდერიზაცია დაიწყეს
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 12 სოფელში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაიწყეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცერონისისა და კნოლევის, ტახტისძირისა და დვანის, კოდასა და ჭვრინისის, ატოცის; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ფახულანისა და მუჟავას, აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე",- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კომენტარები