,,სახლები გადააქციეთ ეკლესიებად, სერბეთმაც კი უარი თქვა სააღდგომო ლიტურგიაზე" - ირმა სოხაძე

,,სახლები გადააქციეთ ეკლესიებად, სერბეთმაც კი უარი თქვა სააღდგომო ლიტურგიაზე" - ირმა სოხაძე
მომღერალი ირმა სოხაძე სასულიერო პირებს მიმართავს და სოციალური ქსელით ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს, მან ასევე ყურადღება გაამახვილა ექიმების მოწოდებაზე და მოქალაქეების მხრიდან მთავრობის მიერ გამკაცრებული წესების შესრულებაზე

,,დღეს სერბეთმაც კი უარი თქვა სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დაშვებაზე!!
ასე რომ, ჩვენი დედაეკლესია ერთადერთია (!), რომელიც მრევლს არ ეუბნება, შვილებო, დამშვიდდით, გვიყვარხართ, სახლები გადააქციეთ ეკლესიებად, დარჩით სახლში და ილოცეთ, ეკლესიაში კი, თქვენ მაგივრად ჩვენ ვილოცებთო!!
(ამ ფაქტის ანალიზს მე ნუ მომთხოვთ, ეს კონსტატაციაა მხოლოდ...)

ექიმები უკიდურესად შეძრწუნებული არიან და კატეგორიულ
და საბოლოო გაფრთხილებებს გვაძლევენ!!

მთავრობა კი ჩვენი, მოქალაქეების ისედაც შეზღუდულ გადაადგილებას საერთოდ აჩერებს.

მე მაინტერესებს, რომ გამართლდეს ჩვენი ექიმების პროგნოზი, ამაზე პასუხისმგებელი, უფრო სწორად, ამაში დამნაშავე ვინ იქნება?? და რას ნიშნავს, მოუწოდო მოსახლეობას?! როგორ შეიძლება, მთელი პასუხისმგებლობა ღრმადმორწმუნე მრევლზე გადაიტანო?. მრევლს არჩევანი გაკეთებული აქვს და აქ საერო პირთა მოწოდებები, შეძახილები და რაციონალური შეგონებები სრულიად კონტრპროდუქტიულია. როგორ შეიძლება, აქ ხელისუფლება მხოლოდ მოწოდებებით იფარგლებოდეს? რისთვის შემოიღეთ ამდენი შეზღუდვა? და საერთოდ, როგორი მოწყობის სახელმწიფოში ვცხოვრობთ? მართლა ვერ ვხვდები...
და თუ მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია, ეს ცალსახად უნდა ნიშნავდეს, რომ არსად, არც ერთ სივრცეში, ეზოში, შენობაში, 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა არ შეიძლება არც ერთი წუთით! არამც თუ 9 საათით!! უნდა კატეგორიულად აუხსნათ მოსახლეობას, რომ რეგულაციების დარღვევა ცალსახად და ავტომატურად გულისხმობს ჯარიმას! ყველასთვის!! ამის ახსნის დრო კიდევ არის. ვისი ან რისი გერიდებათ, არ მაინტერესებს,
ქვეყანას ნუ ღუპავთ!" - აღნიშნა ირმა სოხაძემ
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი