,,ვერ ვხვდები ამ საბოტაჟის მიზეზს" - მაკა რაზმაძე მრევლს მიმართავს

,,ვერ ვხვდები ამ საბოტაჟის მიზეზს" - მაკა რაზმაძე მრევლს მიმართავს
პროდიუსერი მაკა რაზმაძე სოციალური ქსელით, მრევლის გადაწყვეტილებას, ტაძარში სიარულთან დაკავშირებით ეხმაურება

,,ყველაფერს ვფიცავარ თუ ვხვდებოდე ამ ჯიბრიანობას.ვინმეს საკუთარი სიცოცხლის დუბლები გაქვთ მუთაქებში გადანახული შავი დღისთვის თუ რის იმედად ხართ არ ვიცი.არ ტეხავს საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გაფრთხილება!არაა "ძერსკობა" და კაი ტიპობა ვითომ " გვკიდია" სიკვდილის თამაში!ოჯახები მაინც შეიცოდეთ თუ თავი არ გენანებათ.ვინ დაგიშლით მთელი დარჩენილი ცხოვრება რომ ეკლესიაში გაატაროთ? მხოლოდ ერთ აღდგომას რომ არ დაესწროთ რა მოხდება? აქამდე ყველას ესწრებოდით? მართლა ვერ ვხვდები ამ საბოტაჟის მიზეზს თორემ კი ბატონო..." - აღნიშნა მაკა რაზმაძემ
კომენტარები