,,აზრზე მოვიდეს და ცოტა დაფიქრდეს" - ექიმი დავით ნანობაშვილი ნიკა გვარამიას მკურნალობაზე უარს აცხადებს

,,აზრზე მოვიდეს და ცოტა დაფიქრდეს" - ექიმი დავით ნანობაშვილი ნიკა გვარამიას მკურნალობაზე უარს აცხადებს
ექიმმა დავით ნანობაშვილმა მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მკურნალობაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ჰიპოკრატეს ფიცი არ დაურღვევია, რადგან ჰიპოკრატე არ ამბობს, რომ ვინც გლანძღავს იმას უმკურნალო.

,,დავით ნანობაშვილი, რომელიც ჩემს მკურნალობაზე უარს ამბობს და მეტიც, საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევაში, ექიმების მხრიდან ლამის წამებას მპირდება, არის ექიმი, თან იმუნოლოგი. სად მუშაობს ამჟამად, კრემს ყიდის თუ პლაცებო დრაჟეებით ატყუებს პაციენტებს, ამას რა მნიშვნელობა აქვს?
ასე რომ, ექიმია და ჰიპოკრატეს ფიცს ფეხებით შესდგა" - აღნიშნა ნიკა გვარამიამ
კომენტარები