,,ჩემთვის ქოციც და ნაციც ერთია" - ხატია წერეთელი სასამართლოში სარჩელს შეიტანს

,,ჩემთვის ქოციც და ნაციც ერთია" - ხატია წერეთელი სასამართლოში სარჩელს შეიტანს
მომღერალი ხატია წერეთელი ვიდეო ჩართვით პოსტს გამოეხმაურა, რომელიც სოციალური ქსელით ეთერ ბოლქვაძე-ჯორბენაძემ გაავრცელა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამერიკაში მცხოვრები ქალი, რომელიც ქართული ოცნების დროშას ფეხით შედგა ხატია წერეთელის დედა გახლდათ. თავად მომღერალი ამ ფაქტს უარყოფს და აღნიშნავს, რომ მას ყავს 80 წლის დედა, რომელიც ამჟამად სოფელშია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
,,ჩემთვის ქოციც და ნაციც ერთია, ყველა პატრიოტია. ქალი რომელსაც პოლიტიკასთან შეხება არ აქვს და ჭიანჭველასაც არ დააბიჯებს, ვიღაც ეთერ ბოლქვაძე- ჯორბენაძემ გადაწყვიტა, რომ დედა გაალანძღინოს საქართველოს, ამ ქალს აუცილებლად ვუჩივლებ, ყველას გთხოვთ, რომ დაარეპორტოთ ამ ქალის ფეისბუქის გვერდი, რომელიც პირად გვერდზე გავაზიარე" - აღნიშნა ხატია წერეთელმა
კომენტარები