კომენდანტის საათის დროს სპარი თანამშრომლებს მაღაზიის შიგნით კეტავს და ისე ამუშავებს

კომენდანტის საათის დროს სპარი თანამშრომლებს მაღაზიის შიგნით კეტავს და ისე ამუშავებს
სპარი სკანდალში ეხვევა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაღაზიაში თანამშრომლებს ტოვებენ და კომენდანტის საათის დროს შიგნით კეტავენ და ამუშავებენ. საზოგადოების მხრიდან კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილება კრიტიკულად შეფასდა. ამის შემდგომ სპარმა სოციალური ქსელით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რა მელსაც უცვლელად გთავაზობთ:


ძვირფასო მომხმარებლებო❗

მოგეხსენებათ, ჩვენ პირველებმა გადავწყვიტეთ სრულად აგვეთვისებინა არასაკომენდანტო დრო და მომხმარებლებს მოვმსახურებოდით 06:00-21:00 საათებში.
ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. აქედან გამომდინარე, გვსურს მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, დეტალურად გაგაცნოთ ის გარემოებები, რის გამოც მივიღეთ აღნუშნული გადაწყვეტილება და პასუხი გავცეთ ამ თემასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს:

❓ შეესაბამება თუ არა რეალობას, რომ სპარი 06:00-დან 21-00 საათამდე მუშაობს?
• დიახ შეესაბამება, სპარის ყველა ფილიალი მოცემულ საათებში ემსახურება მომხმარებელს;

❓ 21:00 საათის შემდგომ როგორ ხდება თანამშრომლების ტრანსპორტირება და უწევთ თუ არა მათ მაღაზიაში დარჩენა?
• ღამის ცვლის თანამშრომლები კომპანიის მიერ დაქირავებული ტაქსებით ობიექტზე ცხადდებიან საღამოს 19:00 საათზე და ობიექტს ტოვებენ დილის 09:00 საათზე კომპანიისავე დაქირავებული ტაქსებით. ამ ხნის განმავლობაში კი მაღაზიის სამუშაო საათებში ემსახურებიან მომხმარებლებს, ხოლო შემდგომ ავსებენ თაროებს, ამოწმებენ ვადებს და მაღაზიას ამზადებენ იმისთვის, რომ დილით მომხმარებელს დახვდეს მაქსიმალურად მოწესრიგებული.

❓უნაზღაურდებათ თუ არა მაღაზიაში დარჩენილ თანამშრომლებს მაღაზიაში გატარებული დრო?
• ღამის ცვლის თანამშრომლებს უნაზრაურდებათ მაღაზიაში გატარებული დროის 100%, მათ შორის 21:00-დან 06:00 საათამდე პერიოდი, როდესაც მაღაზია დაკეტილია და ისინი ახორციელებენ შიდა სამუშაოებს;

❓არიან თუ არა ვალდებულები ღამის ცვლის თანამშრომლები, რომ დარჩნენ მაღაზიაში?
• რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამუშაო არის ნებაყოფლობითი, ჩვენ ღამის ცვლა გვყავდა აქამდეც და გვყავს ახლაც, შესაბამისად, ამით არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ როდესაც მაღაზია დაკეტილია ამ პერიოდში აღარ უწევთ მომხმარებლის მომსახურება.

❓ რამ განაპირობა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს, რომ სხვა თქვენი კონკურენტები ძირითადად მხოლოდ 08:00 – 20:00 საათებში მუშაობენ
• პანდემიის დაწყებამდე, მოგეხსენებათ სპარი 24 საათის განმავლობაში ემსახურებოდა მომხმარებელს. საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრების შემდგომ კი შეგვეზღუდა სამუშაო საათები. რაც იმას ნიშნავდა, რომ ან უნდა შეგვემცირებინა ღამის ცვლის თანამშრომლები ან მოგვეძებნა გამოსავალი და შეგვენარჩუნებინა ისინი.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს თითოეულ ნაბიჯს, გადავწყვიტეთ მიგვეღო კომპანიისათვის არამომგებიანი გადაწყვეტილება და ღამის ცვლის 700-მდე თანამშრომელი კვლავ აგრძელებს თავისი ფინქცია-მოვალეობების შესრულებას, ისევ და ისევ იმისთვის, რომ ერთის მხრივ, მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა სრულად ისარგებლოს არასაკომენდანტო პერიოდში ჩვენი მომსახურებით და მეორეს მხრივ, ქვეყანას არ დაემატოს დიდი რაოდენობის უმუშევარი ადამიანი.
ამასთანავე, 3 საათით ზედმეტი სამუშაო დრო, რასაც ჩვენი მაღაზიები კონკურენტებთან მიმართებაში მუშაობენ რა თქმა უნდა, კომერციულად მომგებიანი ვერ იქნება ჩვენთვის, რადგან ამდენი ადამიანის ხელფასს და 200 ათასზე მეტი ლარის ტრანსპორტირების დამატებით ხარჯს ბუნებრივია, სრულად ვერ დაფარავს 3 საათში მიღებული შემოსავალი.

სამწუხაროა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება, თუმცა ვფიქრობთ, ეს სრული ინფორმაციის არ ფლობის გამო მოხდა და მას შემდეგ, რაც ყველა კითხვას გავეცით პასუხი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორად აღიქვამს თუ როგორი სწორი ნაბიჯი გადაიდგა სპარის მხრიდან, რადგან დარწმუნებული ვარ არავინ ჩათვლის, რომ ასეთ დროს თანამშრომლის იგივე პირობებით შენარჩუნებაზე უკეთესი შესაძლოა, მისი გაშვება ყოფილიყო.
კომენტარები