პატრიცია დელონი ნახატებს ყიდის, შემოსულ თანხას ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს ხელფასზე დანამატის სახით ჩაურიცხავს

პატრიცია დელონი ნახატებს ყიდის, შემოსულ თანხას ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს ხელფასზე დანამატის სახით ჩაურიცხავს
პატრიცია დელონი სოციალური ქსელით თავის ნამუშევრებს ყიდის, ნახატების საწყისი ფასი 50-300 ლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესმენი შემოსული თანხებით, ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ხელფასზე დანამატის სახით დაურიცხავს. აღნიშნულს გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს პიარი გიორგი ბერიძე. გთავაზობთ სოხიალური ქსელით გავრცელებულ ორივე მხარის მიმართვას.

პატრიცია დელონი ნახატებს ყიდის, შემოსულ თანხას ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს ხელფასზე დანამატის სახით ჩაურიცხავს

პატრიცია დელონი: დღევანდელობაში ხატვამ და პოეზიამ, ჩემი ცხოვრების უფრო და უფრო დიდი ნაწილი მოიცვა. ვხატავ განწყობის მიხედვით, ლექსებს ვწერ - შთაგონებით. სოციალური ქსელით საქველმოქმედო აქციას ვაპირებ.
რა მიზანს მოემსახურება ეს საქველმოქმედო აქცია? მსურს, საკუთარი ფერწერული ნამუშევრები ქველმოქმედებას მოვახმარო.
უკვე დავწერე, რომ დღეს ყველას გაუჭირდა (მარტო მატერიალურ მხარეს არ ვგულისხმობ)! უჭირს ინფექციური საავადმყოფოს ყველა პერსონალს. ისინი 24 საათი შრომობენ... მართალია იღლებიან, მაგრამ არ იმჩნევენ.... ბევრი უძილო ღამე... თავდადებული შრომა... არც ერთ მათგანს პირადი ცხოვრება აღარ ახსოვს. ისინი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან!
უკვე აღვნიშნე, რომ ინფექციური საავადმყოფოს ექიმების ხელფასები მიზერულია...
ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ნახატების ონლაინ-აუქციონი მოვაწყო. ნახატის გაყიდვიდან მიღებული თანხა, ჩვენი გმირი ექიმების სახელფასო დანამატი გახდება, სრულად მოხმარდება ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს. თანხას კი თქვენ თავად გადარიცხავთ საავადმყოფოს ანგარიშზე.
აქციის მიხედვით, ნამუშევრების შეძენის მსურველებისათვის (ნახატების სასტარტო ფასი 50-300 ლარში მერყეობს), თბილისის მასშტაბით, სურათის მიტანას თავად ვუზრუნველყოფ ჩემი ლექსების ბოლო კრებულის და სასაჩუქრე ბლოკნოტთან ერთად.
ამ მიზნისათვის, არც ერთი ნამუშევარი არ მენანება! თუმცა, მათში ჩემი სულის ნაწილიცაა, ისინი - ქალის „იდუმალი სამყაროს“ ბევრისმომცველ ისტორიებს ატარებენ, რომლებიც სიჩუმით უფრო მეტს გეუბნებიან. თანადგომის ასეთი შეგრძნება მაბედნიერებს. მთავარია, რომ ჩემი ნამუშევრების და იმ ხალხის წყალობით, რომლებსაც ნახატები მოეწონებათ და შეიძენენ, კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი...
ჩემი სახელია სიკეთე, გვარი - გადამდებია!
პატივისცემით, თქვენი პატრიცია დელონი


გიორგი ბერიძე:ერთი თვის წინ ჰქონდა პერსონალური გამოფენა და პოეზიის კრებულის პრეზენტაცია... გამოფენაზე ბევრი მსურველი აღმოჩნდა ნამუშევრები შეეძინათ, თუმცა ყველამ უარი მიიღო... დღეს ეს ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა... მესიამოვნა და გამეხარდა... ყველაზე ძვირფასი რაც აქვს იმას ყიდის ქველმოქმედებისთვის... პანდემია, რომ არ იყოს გამოცხადებული ამის გაკეთება არ მოუწევდა და შემოსავალიც ექნებოდა ბიზნესიდან, თუმცა დღეს რაც შეძლო და რაც მოიფიქრა ისაა, რომ ისევ და ისევ ქველმოქმედებისთვის გაასხვისოს ეს არაჩვეულებრივი ნახატები... მადლობა პატრიცია ... Patricia Delon ამ ერთ მადლობაში გულწრფელი პატივისცემა და სიყვარულია ნაგულისხმები.
კომენტარები