ინგა სიორიძის გარდაცვალებაში, იურისტი დავით გელაშვილი თოდუას კლინიკას ადანაშაულებს

ინგა სიორიძის გარდაცვალებაში, იურისტი დავით გელაშვილი თოდუას კლინიკას ადანაშაულებს
სოციალურ ქსელში. ჟურნალისტი ინგა სიორიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უამრავი ინფორმაცია გავრცელდა, უმეტესობა მის მკურნალ ექიმბაშსაც ადანაშაულებს, მალამოს გამო რომელსაც ინგა ისმევდა. თუმცა აღნიშნულს არ ადასტურებენ მისი მეგობრები და ამბობენ, რომ მას სხეული თოდუას კლინიკაში დაუწვეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მისი მეგობარი და პერსონას იურისტი სოციალურ ქსელში ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს რომელსაც გთავაზობთ

დათო გელაშვილი: მეგობრებო არ შემიძლია არ გამოვეხმაურო სოციალურ და მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს იმის შესახებ ,თითქოს ინგა სიორიძე "ექიმბაშთან"მკურნალობის გამო გარდაიცვალა .ჩვენ მისი მეგობრები არ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას და ვამბობთ რომ ეს არასწორია.
ინგა სიორიძე გარდაიცვალა თოდუას კლინიკაში ჩატარებული სხივური თერაპიის შედეგად მიღებული ძლიერი დამწვრობითი ინტოქსიკაციით.
პირადად ვთვლი ,რომ თოდუას კლინიკის ექიმების წინდაუხედაობით მივიღეთ ეს ტრაგიკული შედეგი.
LIDER TV თოდუას კლინიკას დაუკავშირდა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ, თუმცა კლინიკის პიარის ნატალია დარჩიაშვილის თქმით გაეცნობა პაციენტზე ინფორმაციას და შემდეგ გაკეთდება კომენტარები.
კომენტარები