,,ორი წლის იყო დედამ, რომ მიატოვა. მარტოხელა მამობა ძალიან ძნელია, მაგრამ ყველაფერს შეეგუა და ბედნიერია"

,,ორი წლის იყო დედამ, რომ მიატოვა. მარტოხელა მამობა ძალიან ძნელია, მაგრამ  ყველაფერს შეეგუა და ბედნიერია"
ოთხი თვეა ემიგრაციაში იმყოფება, საქართველო ოჯახის გაჭირვების გამო დატოვა რათა სხვა ქვეყანაში ეშოვა სამსახური რომლითაც ოჯახს დაეხმარებოდა. ჩემი რესპოდენტი არაჩვეულებრივი დედა და ქალბატონი დალი კოპალიანია, რომელიც სოფელი ადიგენიდან არის.

რატომ დატოვეთ საქართველო?
- ყველა ადამიანი გაჭირვების გამო ტოვებს ოჯახს და მიდის სრულიად უცხო ქვეყანაში, ისე რომ არ იცის რა ელოდება, ექნება თუ არა სამუშაო. როდესაც ოჯახს გაუჭირდა გადავწყვიტე წავსულიყავი.

,,ორი წლის იყო დედამ, რომ მიატოვა. მარტოხელა მამობა ძალიან ძნელია, მაგრამ  ყველაფერს შეეგუა და ბედნიერია"


რამდენად რთულია საქართველოდან და ოჯახიდან შორს ცხოვრება?
- როგორც ყველა ემიგრანტს მეც ძალიან მიჭირს, ოთხო თვეა დავტოვე ჩემი ოჯახი და სამშობლო და ასე მგონია ოთხი წელი გავიდა.

უცხო ქვეყანამ როგორ მიგიღოთ?
- ძალიან რთულად მივეჩვიე აქ ცხოვრებას, რადგან აქ ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის, არავის ვიცნობდი და არავი



როგორ შეეჩვიეთ უცხო ხალხს?
- როდესაც შენს ქვეყანას და ოჯახს ტოვებ, იძულებული ხარ უცხო ადამიანებს შეეგუო რადგან გინდა რომ საყვარელ ადამიანებს გასაჭში დაეხმარო.

საქართველოში რომ შემოგთავაზონ კარგი სამუშაო დაბრუნდებით?
- დიახ ესევე დავბრუნდები, რა სჯობს ჩემს ოჯახთან ყოფნას არაფერი მირჩევია, მიყვარს ჩემი საქართველო და მინდა სამშობლოში ვიმუშავო.

მოგვიყევით თქვენს ოჯახზე რომელიც საქართველოშია. ვიცით, რომ პატარა შვილიშვილი გყავთ
- ჩემს ოჯახში შვილი, მეუღლე, დედამთილი და შვილიშვილი ცხოვრობენ, ჩემი პატარა შვილიშვილი დედამ ორი წლის ასაკში მიატოვა და წავიდა, მას მერე ჩვენ ვზრდით, აქ სწორედ მის გამო ვარ. იმისათვის რომ მან არ ნახოს გაჭირვება და ბედნიერად იცხოვროს. ახლა ექვსი წლისაა და დედის მაგივრობას თავისი მამა ზაური უწევს, მისთვისაც ძნელია ყველა სახლის საქმე მასზეა და ბავშვსაც უვლის. ყველა ვცდილობთ რომ ბავშვმა უდედობა არ იგრძნოს, მარტოხელა მამობა ყველასთვის ძნელია, მაგრამ ძლიერია ჩემი შვილი. ბავშვთან ერთად ყველაფერს შეეგუა და მიხარია რომ ძალიან ბედნიერია.

რა პროფესიას გინდათ დაეუფლოს თქვენი პატარა შვილიშვილი
- ძალიან უყვარს ცეკვა, მსახიობის ნიჭი აქვს და ვფიქრობ კარგი მსახიობი გამოვიდოდა.

ავტორი: გურამი არუთინაშვილი
კომენტარები