,,შვიდი წელია ემიგრანტი ვარ და ეს საუკუნის ტოლფასია ჩემს ცხოვრებაში"

,,შვიდი წელია  ემიგრანტი ვარ და ეს საუკუნის ტოლფასია ჩემს ცხოვრებაში"
ცამეტი წლის ასაკში დატოვა საქართველო, გაუჭირდა და ახლაც ენატრება თავისი მიწა. დღეს ის პოეტია და 14 წლის იყო როდესაც პირველი ლექსი დაწერა. არ უყვარს ბევრი საუბარი რადგან მას თქვენ უსიტყვოდ უყვარხართ. ჩემი რესპოდენტი იტალიელი ემიგრანტი სულხანი ახალაიაა

• როდის დაიწყე ლექსების წერა?
- ლექსების წერა ბავშობაში დავიწყე, მაშინ ლექსების მოსმენა ძალიან მიყვარდა. პირველი ლექსი 14 წლის ასაკში დავიწერე რომელიც მალევე გახდა საჯარო და დაიმსახურა დიდი სიყვარული საზოგადოების მხრიდან

• ვინ არის შენი შთაგონების წყარო, როდესაც წერ?
- როდესაც ვწერ, ჩემი შთაგონების წყარო ჩემი ოჯახია.

• ეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ შემოქმედი ადამიანები სხვა სამყაროში ცხოვრობენ?
- დიახ ვეთანხმები, ყველა ხელოვან ადამიანს აქვს თავისი სამყარო რომელშიც განსხვავებულად ცხოვრობენ და სხვანაირად აღიქვავენ.

• რამდენად რთულია შენთვის სამშობლოს დატოვება?
- სამშობლოს დატოვება ჩემთვისაც და ყველა ადამიანისთვის ძალიან რთულია, ამ განცდას სიტყვებით ვერ აღვწერ, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი. ცამეტი წლის ვიყავი როდესაც სამშობლო და ოჯახი დავტოვე, წავედი სრულიად უცხო ქვეყანაში უცხო ადამიანებთან.

• რას ვერ აპატიებ საუკეთესო მეგობარს?
- ადამიანს რომელსაც მეგობარს ვუწოდებ, თავისი შეცდომის გამო არასოდეს არ მივატოვებ და ყოველთვის ყველაფერს ვაპატიებ.

• ამბავი რომელსაც შენი ცხოვრებიდან გამოარჩევდი
- ჩემი ცხოვრებიდან ყველა იმ ბედნიერ წამს გამოვარჩევდი, როდესაც ჩემს სალოცავთან და მიწა წყალზე ვცხოვრობდი

• რამდენად იცავ ქართულ დარადიციას სხვა ქვეყანაში?
- მეამაყება, რომ ვარ ქართველი, სიცხოცხლის ფასად ვიცავ ჩემი სამშობლოს კულტურას და ტრადიციას.


• იტალიაში რომ გადაეღოთ ფილმი ,,და ჩვენ ვიცეკვეთ“ როგორ ფიქრობ ისეთივე კრიტიკულად შეაფასებდნენ როგორც საქართველოში და რატომ?
- იტალიაშიც ვფიქრობ ძალიან კრიტიკული შეფასება მოყვებოდა, რადგან ეს ფილმი არ არის არცერთი ქვეყნის შესაბამისი.

• რამდენი წელია რაც ემიგრანტი ხარ?
- შვიდი წელია ემიგრანტი ვარ და ეს საუკუნის ტოლფასია ჩემს ცხოვრებაში.

• საქართველოში დაბრუნებაზე გიფიქრია?
- საქართველოში დაბრუნებაზე ყოველ წამს და წუთს ვფიქრობ, მინდა სიყვარულით მოვეფერო ჩემს ქვეყანას.

ავტორი: გურამი არუთინაშვილი
კომენტარები