,,ყველა გიჟი გენიოსია, იმდენად მდიდარი ვარ რომ ვღარიბდები"

,,ყველა გიჟი გენიოსია, იმდენად მდიდარი ვარ რომ ვღარიბდები"
როდესაც მის ლექსს პირველად მოვუსმინე, გავიფიქრე ძალიან მკაცრი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ არ თამაშობს,ბუნებრივია და სათქმელს გულით გადმოგვცემს, ჩვენი რესპოდენტი პოეტი,მსახიობი და მუსიკოსი კონსტანტინე სანიკიძეა

როდის წერ?
- ხან როდის ხან როდის, გააჩნია რას ვწერ, ლექსს, მუსიკას, თუ პერსონაჟს ვაკეთებ რამეს. ძაან გამიმართლა რამოდენიმე მიმართულებით რომ შემიძლია წერა. მაგრამ საინტერესო ის არის ამ ყველაფერს როგორ აკეთებ და რა მიმართულება აქვს.

როგორ ფიქრობ შემოქმედი ადამიანი გიჟია?
- "ყველა გიჟი გენიოსია" არ ვამბობ რომ გიჟი ვარ მაგრამ არც გენიოსი ვარ ნორმალური ადამიანიც არ ვარ,
მეთოდი ქმნის ადამიანს! აკეთოს მერე რაც უნდა ვიღაცისთვის გიჟი იქნება თუ დალაგებული მე მგონია რომ ნაკლებად დააინტერესებს.

,,ყველა გიჟი გენიოსია, იმდენად მდიდარი ვარ რომ ვღარიბდები"


ჰომოფობიაზე რას ფიქრობ?
- გააჩნია შენ რას ფიქრობ? მე რას უნდა ვფიქრობდე, ის რაც ბუნების კანონებს ეწიინააღმდეგება არ მომწონს, რაც გინდა ის დაარქვი უბრალოდ არ ზის ჩემში ეგ არის და ეგ.

რამდენად ხშირად მოდის მუზა, რომ წერო?
- ინსპირაციის გარეშე მუზა ძალიან სუსტია. ჩემთვის ინსპირაცია, ხასიათი, განწყობა უფრო დიდ როლს თამაშობს ვიდრე მუზა. და არა მარტო წერის დროს, ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია ინსპირაციას.

როგორი ხარ ცხოვრებაში და საზოგადოებასთან შეხვედრისას თუ თამაშობ და ირგებ განსხვავებული პერსონის როლს?
- ცხოვრებაში უბრალო, მაგრამ ბრალიანი, იმდენად მდიდარი ვარ რომ ვღარიბდები. სადაც არ არის გულწრფელობა და არის სიყალბე იქ რათქმაუნდა ვთამაშობ, ოოოო თან რას ვთამაშობ, ეწიუდს ეწიუდზე ვდგამ. განვლილმა გზამ მასწავლა ეს.

რამდენად რთულია მსმენელს განსხვავებული და ღირებული პროდუქტი მიაწოდო?
- რთული შენი თავის პოვნაა, რო იპოვნი შესაბამისად აწვდი მსმენელსაც და მაყურებელსაც. ნაღდი უნდა იყო და აუცილებლად გაგიგებენ რისი თქმა გინდა.

როგორ ფიქრობ რამდენად მოთხოვნადია შენი შემოქმედება საზოგადოებაში?
- მოთხოვნადია, როცა ლუდზე გპატიჟებს უცნობი ადამიანი, მაღაზიებში გიღიმიან, უბრალოდ გესალმებიან და გკითხულობენ, ძალიან მაგრად ასწორებს! მაგრამ სიმღერებს არ მაწერინებენ, გადაცემებშიც არ მეძახიან, პროდუსერმა მითხრა ერთ-ერთმა შენ საშიში ხარო. ძალიან დიდ კომპლიმენტად მივიღე და გავაგრძელე იმის კეთება რასაც ვაკეთებ.



ვის მიუძღვენით ლექსი ,,შევხვდებით ისევ"
- მას, რომელსაც აუცილებლად შევხვდები, როცა სული გრძნობებს დანამავს. მის ხმას, მის მოძრაობას თვალებს და თითებს ვერასდროს დაივიწყებ, ხომ გესმის?

შენს პირადში რახდება, დაოჯახებაზე არ გიფიქრია?
- ცოლს 10 მარტს დავშორდი


ავტორი: გურამ არუთინაშვილი
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი