,,ცოლის უფლებებზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით, არ მისაუბრია" - გიორგი წერეთელზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

,,ცოლის უფლებებზე  შეურაცხმყოფელი სიტყვებით, არ მისაუბრია" - გიორგი წერეთელზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
სოციალური ქსელით, გიორგი წერეთელთან დაკავშირებით, ცურუ ინფორმაცია გავრცელდა, როგორც გაირკვა აღნიშნული სიტყვები მომღერალს არ ეკუთვნის და ტექსტის ავტორმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. LIDER TV -ი გიორგის დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

გიორგი როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენს შესახებ სოციალური ქსელით (სადაც საუბარია ცოლის უფლებებზე) ცრუ ინფორმაცია გაავრცელდა
- დიახ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც გამოყენებულია ქალის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები და საუბრობენ, რომ კაცს შეუძლია ნებისმიერ დროს უღალატოს ცოლს, არის ტყუილი და სიმართლეს არ შეესაბამება. ცოლის უფლებებზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით, არ მისაუბრია. ცრუ ტექსტის ავტორის პასუხი, ერთ-ერთ გადაცემაში ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარია, სადაც აღნიშნულ ტექსტთან დაკავშირებით არაა საუბარი. განზრახ მოხდა მკითხველის შეცდომაში შეყვანა. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა.
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი